გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა - მედია

გერმანიის მმართველმა კოალიციამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი და Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.


2024 წელს გერმანია უკრაინისთვის 8 მილიარდი ევროს (8. 5 მილიარდი დოლარის) სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მმართველმა კოალიციამ დაამტკიცა და ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს. Bloomberg-ს წყარომ განუცხადა, რომ ეს შესაძლოა, მომავალ კვირაში მოხდეს.

გერმანია უკრაინის უმსხვილესი სამხედრო სპონსორია ევროპაში, მსოფლიოში კი, შეერთებული შტატების შემდეგ მეორე. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიამ უკრაინას 17 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნა.