უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ვიზიტის მიზანი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულის განხილვა და უკრაინის თავდაცვის გაძლიერებაა.
„მე მექნება შეხვედრები თეთრ სახლში, კონგრესში, ანალიტიკურ ცენტრებში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან,“ - წერს ერმაკი X-ზე.
ერმაკის თქმით, დღის წესრიგშია - უკრაინის პრეზიდენტის მშვიდობის ფორმულა, უკრაინის თავდაცვის გაძლიერება, თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გაღრმავება და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი თემა.
11 ნოემბერს სატელეფონო საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრი ერმაკმა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კიევისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის დროული მიწოდების აუცილებლობა განიხილეს.