გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს გამართვა შესაძლებელია ვლადიმერ პუტინთან, თუ რუსეთის ლიდერი უკრაინიდან თავის ჯარებს გაიყვანს.
Heilbronner Stimme-თან ინტერვიუში შოლცმა აღნიშნა, რომ წარსულში იყო დისკუსიები რუსეთის პრეზიდენტთან და მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა „რუსეთმა მოლაპარაკებების წინ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას: “გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.“
გერმანია შეერთებული შტატების შემდეგ უკრაინის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით მსოფლიოში მეორეა.
უკრაინის მოკავშირეები უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მიღმა რუსეთთან მოლაპარაკებებს ოფიციალურად მხარს არ უჭერენ. 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში წარადგინა, ოკუპირებული უკრაინის მიწებიდან რუსეთის ჯარების სრულ გაყვანას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გულისხმობს.