გაერო ღაზის სექტორში 100-ზე მეტი თანამშრომლის დაღუპვას გლოვობს

გაეროს მუშაკებმა ღაზის სექტოში ისრაელ - “ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ დაღუპულ 100-ზე მეტ თანამშრომელს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ნახევრად დაუშვეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშები.

გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა მხარდაჭერის სააგენტომ (UNRWA) 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან ღაზის სექტორში მისი 100-ზე მეტი თანამშრომელია დაღუპული.