დევიდ ქემერონი დიდი ბრიტანეთის მთავრობაში დაბრუნდა

რიში სუნაკმა დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი შეცვალა. BBC წერს, რომ მთავარი მოულოდნელობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის დაბრუნებაა. ქემერონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი იყო 2010 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 13 ივლისამდე.

მან ახლა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ჩაიბარა. ჯეიმს კლევერლიმ შსს-ს მინისტრად გადაინაცვლა.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა სუელა ბრავერმანი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.


ქემერონი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება სუნაკის მიერ მიღებულ „ზოგიერთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას“, მას მიაჩნია, რომ პრემიერი ძლიერი და უნარიანი ლიდერია.


ცნობისთვის, სუელა ბრავერმანი შინაგან საქმეთა მინისტრად ლიზ ტრასმა 2022 წლის სექტემბერში დანიშნა, მაგრამ 6 კვირის შემდეგ გადადგომა მოუწია იმის გამო, რომ ოფიციალური დოკუმენტი პირადი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა, რაც მინისტრის წესების დარღვევად ითვლება.

რიში სუნაკმა ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ექვსი დღის შემდეგ დააბრუნა.

ბრავერმანმა ორი დღის წინ, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ლონდონის პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აგრესიულ მემარჯვენე მომიტინგეებს სამართლიანად შეხვდნენ მკაცრი პასუხით, ხოლო პალესტინის მომხრეები, ძირითადად, უგულებელყოფილნი იყვნენ. ოფიციალურად ჯერჯერობით, უცნობია, რას უკავშირდება შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლება.