ბერბოკი: გერმანია უკრაინის მხარდაჭერას არამხოლოდ გააგრძელებს, არამედ გააფართოებს

გერმანია არამხოლოდ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ის გააართოვებს ასეთ დახმარებას ზამთრის თვეებში და მთელი მომავალი წლის განმავლობაში. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა ბრიუსელში განაცხადა.


გერმანული დიპლომატიის ხელმძღვანელი ევროკავშირის გაფართოების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს თავად ევროკავშირის გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედის.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე საუბრისას, მან მოუწოდა რეგიონულ აქტორებს, გამოიყენონ ევროპული პლატფორმა მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად, რადგან სწორედ ევროკავშირია დაინტერესებული რეგიონში რეალური მშვიდობითა და უსაფრთხოებით.