ნორვეგია უკრაინას 89,7 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოუყოფს.
ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 ნოემბერს განაცხადა.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ნორვეგიამ უკრაინას და რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულ სხვა ქვეყნებს 4,5 მილიარდი კრონის (404 მილიონი დოლარი) ჰუმანიტარული დახმარება გაუწია
ამ ქვეყნებისთვის დახმარების ჯამურმა ღირებულებამ 2022 წელს 10,7 მილიარდი კრონი (961 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა. ოსლომ კიდევ 75 მილიარდი კრონი (6,7 მილიარდი აშშ დოლარი) ტრანშების სახით, 2023-2027 წლებში დაგეგმა.