პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა, თუმცა დუდას სურს, რომ მორავეცკიმ ახალი მთავრობის ფორმირება სცადოს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ მთავრობას გადადგომა შესთავაზა.

ახლად არჩეული პარლამენტი პოლონეთში პირველად შეიკრიბა. პრო-ევროპული პარტიების ალიანსმა, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების აღდგენის პირობას დებს, საპარლამენტო უმრავლესობა 15 ოქტომბრის არჩევნებზე მოიპოვა.

სავარაუდოდ, სწორედ ის გადაიბარებს ხელისუფლებას, მაგრამ შესაძლოა, ეს პროცეს ოთხ კვირამდე გაგრძელდეს. ალიანსის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ცენტრისტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკია.

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, რომელიც მორავეცკის “კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის მოკავშირეა, მორავეცკის სთხოვს, სხვა მთავრობის ფორმირებას ეცადოს და ორშაბათს საღამოს მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ხელახლა დანიშნავს.


მორავეცკიმ ახალი მთავრობის ფორმირების სურვილი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას დააფიქსირა, თუმცა მისმა ოპონენტებმა ამ ნაბიჯს არასერიოზული უწოდეს.

ტუსკი და მისი მოკავშირეები დუდას ამომრჩეველთა ნების უპატივცემულობაში ადანაშაულებენ.

მისი კოალიცია ასევე პირობას დებს, რომ გააძლიერებს საგარეო ალიანსებს და უსაფრთხოებას მეზობელ უკრაინაში ომის დროს.


პოლონეთის ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური შეთანხმება 10 ნოემბერს გააფორმეს.

მორავეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობა არ აქვს.