უკრაინამ რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანთან დაკავშირებულ კომპანიებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანთან დაკავშირებული 9 კომპანიას სანქციები დაეკისრა. პრეზიდენტის ბრძანება 9 ნოემბერს გამოიცა.

სანქცირებულია ფრიდმანთან კავშირში მყოფი შემდეგი კომპანიები: ლიხტენშტეინში დაფუძნებული Sogeral Foundation და ლუქსემბურგში დაფუძნებული CTF Holdings S.A;

  • კვიპროსში დაფუძნებული Haberfield LimitedAlfa Finance Holdings Limited, Slavisilla Holdings LimitedErasmony LimitedRissa Investments LimitedInternational Distribution Systems Limited, და Dendar Investment Fund Limited.