აშშ უკრაინას იორდანიისგან გამოსყიდულ 60 GEPARD-ს გადასცემს - მედია

უკრაინა ახლო მომავალში 60 ერთეულ Gepard-ის ტიპის თვითმავალი საზენიტო სარაკეტო საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს. ინფორმაციას ნიდერლანდების გამოცემა De Telegraaf-ი ავრცელებს.

გერმანული წარმოების სამხედრო მანქანები 2013 წელს ნიდერლანდებმა იორდანიას 21 მილიონ ევროდ მიყიდა. უკანასკნელი ასეთი Gepard-ი ნიდერლანდებმა 2016 წელს გაყიდა.


ახლა აშშ-მ გადაწყვიტა, 110 მილიონ ევროდ გამოისყიდოს საჰაერო თავდაცვის სისტემები იორდანიისგან და ისინი უკრაინას გადასცეს.

უკრაინის ძალები Gepard-ს რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად აქტიურად იყენებენ.