სამხრეთ კორეის რესპუბლიკის დედაქალაქმა პენტაგონის ხელმძღვანელის, ლოიდ ოსტინსა და სამხრეთ კორეის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, შინ ვონ-სიკს შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლა. ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ხელახლა განიხილეს უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან მზარდი ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების შეკავებას ისახავს მიზნად.
სეულში მოლაპარაკებების დროს პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ-სიკმა შეკავების განახლებულ სტრატეგიას (TDS) მოაწერეს ხელი.
შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის სამხედრო დეპარტამენტების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ ერთობლივი წვრთნების გააქტიურებაზე, ასევე იაპონიასთან თანამშრომლობაზე, რათა შეაკავონ DPRK და მოემზადონ მისი მხრიდან შესაძლო თავდასხმების მოსაგერიებლად.
შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის თავდაცვის ლიდერებმა ჩრდილოეთ კორეის რაკეტებთან დაკავშირებული ინფორმაციის რეალურ დროში გაცვლაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის შესახებ ახალ მონაცემებს ატლანტიკური საბჭოს მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული ანგარიში შეიცავს. დოკუმენტი, რომელიც 100-ზე მეტმა ექსპერტმა მოამზადა, ფხენიანის სამხედრო მოქმედებების მზარდ საფრთხეზე მიუთითებს, მათ შორის, ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე. კვირას, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სეოკ-იოლმა განაცხადა, რომ მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციისთვის, მათ შორის "ჰამასის“ ტიპის მოულოდნელი თავდასხმისთვის."