გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინულ ძალებს ზამთრისთვის შესაბამისი დახმარება მიაწოდა. უკრაინელმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთისგან 82000-ზე მეტი ჩაფხუტი, 25000 ზამთრის ტანსაცმლის კომპლექტი, 10000 ჯავშანი და 70000 ოპერატიული რაციონის პაკეტი მიიღეს. შესაბამისი ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
„ზამთრის თვეებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, კიევს მივაწოდეთ სხვადასხვა აუცილებელი ტანსაცმელი და ნაკრები,“ - ნათქვამია X-ზე განთავსებულ ინფორმაციაში.