ენტონი ბლინკენი: უკრაინის მიმართ ჩვენი ერთგულება მტკიცეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსს ანდრი ერმაკს ვაშინგტონში შეხვდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა და ერმაკმა შეხვედრაზე განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება და ზამთრისთვის მზადება, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების მიწოდება და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის საჰაერო თავდასხმებისგან დაცვის გაძლიერება.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ერმაკმა მადლობა გადაუხადა თეთრ სახლს, კონგრესის ორივე პალატას და ამერიკელ ხალხს უპრეცედენტო დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს დახმარება გადამწყვეტია უკრაინაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და გამარჯვებასთან მიახლოებისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდა და უკრაინის აღდგენისთვის გაყინული რუსული აქტივების გამოყენების მექანიზმის შემუშავება.

ენტონი ბლინკენ აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა მტკიცეა.

„უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკს ვაშინგტონში შევხვდი. ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ მტკიცეა. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მის ამჟამინდელ ბრძოლაში და მომავალშიც,“ - აცხადებს ბლინკენი.