ისრაელის თავდაცვის მინისტრი: “ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით,ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა. „არ არსებობს „ჰამასის“ ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ისრაელის თავდაცვის ძალები.

თავდაცვის ძალები ყველგან წინ მიიწევს. „ჰამასის“ ორგანიზაციამ ღაზაში კონტროლი დაკარგა: ტერორისტები გარბიან სამხრეთით, მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს „ჰამასის“ ბაზებს. მათ არ აქვთ ნდობა მთავრობის მიმართ,“ - აღნიშნა გალანტმა.


13 ნოემბრის საღამოს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, ღაზის რანტისის საავადმყოფო დაარბიეს და რომ იქ „ჰამასის“ წევრები იყვნენ ჩაკეტილები.

„საავადმყოფოს ქვეშ, სარდაფში ვიპოვეთ „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, თვითმკვლელი ბომბის ჟილეტები, ყუმბარები, ავტომატები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა იარაღი, კომპიუტერები, ფული და ა.შ.,“ - განაცხადა თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.