გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გადასცა

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, მათ შორის 10 Leopard 1A5-ის ტიპის ტანკი გადასცა.

პაკეტში ასევე შედის სატვირთო მანქანები, სახმელეთო სათვალთვალო რადარი, ცეცხლსასროლი იარაღის 1,4 მილიონი ვაზნა და სხვა აღჭურვილობა.


გერმანია უკრაინას დამატებით, IRIS-T საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას გადასცემს.

ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩმა განაცხადა. გერმანიის მთავრობამ 27 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცა საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM, ასევე რაკეტები. დამატებით ოთხი IRIS-T სისტემა კიევს მანამდე მიეწოდა.


პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ნოემბრის საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა, უკრაინის მოკავშირეების მიერ მოწოდებული სისტემების, მათ შორის, IRIS-T-ის წყალობით ბევრად უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე ის წინა წელს იყო.