რუსულ ავიაკომპანიები და აეროპორტები საერთაშორისო საავიაციო დომენის ზონიდან გაითიშებიან.
ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ რესურსებზე დაყრდნობით წერს.
გადაწყვეტილება სამოქალაქო ავიაციის სერვისების შვეიცარიულმა პროვაიდერმა SITA-მ მიიღო, რომელიც aero დომენის ზონას მართავს.
ამ დომენის ზონაში რუსეთიდან 200-ზე მეტი ვებგვერდი რეგისტრირებულია, რომელსაც დაახლოებით, 30 რუსული აეროპორტი (შერემეტევო, ჟუკოვსკი, ყაზანი, კრასნოიარსკი) ასევე, 15 ავიაკომპანია იყენებს.
საერთაშორისო საავიაციო დომენის ზონა aero 2002, წელს სპეციალურად ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის შეიქმნა. ამ დომენის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ავიაკომპანიებს, აეროპორტებს, კოსმოსურ და საავიაციო საწარმოებს, საავიაციო კლუბებს, ბილეთების გაყიდვის სისტემებს, თვითმფრინავის ეკიპაჟებს, სახმელეთო სერვისებს და ა.შ. ის ასევე საშუალებას აძლევს კომპანიებს, გააძლიერონ ბრენდის აღიარება და დაამყარონ ნდობა მომხმარებლებთან.
ინფორმაციისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს.