ერმაკი: უკრაინის თავდაცვის ძალებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ხიდი დაიკავეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება. თავდაცვის ძალებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ხიდი დაიკავეს

მან ამის შესახებ ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.

„მიუხედავად ყველაფრისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს ხიდი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ნაბიჯ-ნაბიჯ ახდენენ ყირიმის დემილიტარიზაციას. ჩვენ დავფარეთ მანძილის 70% და ჩვენი კონტრშეტევა გრძელდება," - აღნიშნა ერმაკმა.