შოლცი ფაშიზმზე, ისრაელის მიმართ ერდოღანის ბრალდებას აბსურდს უწოდებს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ისრაელის ლეგიტიმურობა „ეჭვქვეშ მისივე ფაშიზმის გამო დგება“, აბსურდული უწოდა.


„ისრაელი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის წინაშე არის ვალდებული და შესაბამისად მოქმედებს. ამიტომ, ისრაელის მიმართ მსგავსი ბრალდებები აბსურდულია,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა.


ოლაფ შოლცი ერდოღანის კომენტარზე საუბრობს, რომლის თანახმად, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელის ლეგიტიმურობა „ეჭვქვეშ მისივე ფაშიზმის გამო დგება.“

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოლაფ შოლცი პარასკევს ბერლინში ერთმანეთს შეხვდებიან.

ისრაელს, როელიც „ჰამასთან“ ომშია, ერდოღანი მწვავედ აკრიტიკებს.