უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ხელისუფლებამ მოსახლეობას რუსეთის საჰაერო იერიშების დროს ბომბის თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდა.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ MiG-31K-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებმა სტარტი აიღეს თავიანთ ბაზებზე და მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს სარაკეტო დარტყმების საშიშროება.


ასევე გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის სამხრეთში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში, საჰაერო იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ერთი დაიჭრა. შეტევა რუსეთის სამმა დრონმა განახორციელა.