ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტს მართავს. 15-17 ნოემბერს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს; საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ვენეციის კომისიის დელეგაციის შემადგენლობაშია ტანია ვან დაიკი, სამდივნოს წარმომადგენელი.
დელეგაციის შემადგელობაში არიან კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკლ ფრენდო (მალტა); დირექტორი/ვენეციის კომისიის მდივანი, სიმონა გრანატა-მენჯინი და ვენეციის კომისიის წევრი (ნორვეგია), ეირიკ ჰოლმოვიკი. ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, პრესკონფერენციას გამართავს.