ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა საკუთარ თავს ფრონტზე ჩიხში შესვლის უფლებას ვერ მისცემს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ფრონტზე ჩიხში შესვლის უფლება არ აქვს.

ამის შესახებ ზელენსკიმ აფრიკელ ჟურნალისტებთან განაცხადა. მშვიდობის ფორმულაზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი თუ უკრაინიდან ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს, სწორედ ეს იქნება ომის დასასრული.

„თუ ეს ჩიხის ვითარება და გაყინული კონფლიქტი იქნება, გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი შვილები იომებენ. ან ჩვენი შვილიშვილები იომებენ. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ.

გვსურს იმის ცოდნით ვიცხოვროთ, რომ გავზრდით შვილებს, რომლებიც მერე სწორედ ასე იომებენ?.. ვინაიდან რუსეთი კვლავ მოვა, თუ მას ადგილს არ მივუჩენთ. როგორც არ უნდა იყოს, ომი დასასრულებელია. მშვიდობა გვსურს.

კი, ეს დასასრული სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, შეიძლება, ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ის საჭიროა. ის საჭიროა, რათა ბოროტება დაზარალდეს. ჩიხში შესვლის ვითარება დროებითი სისუსტეა. თუ ომის დამთავრება გვსურს, ის უნდა დავამთავროთ,” - განაცხადა ზელენსკიმ.