ტოკიოში ისრაელის საელჩოსთან მანქანა ბარიკადს შეეჯახა

ტოკიოში ისრაელის საელჩოსთან მანქანა ბარიკადს შეეჯახა, დაშავდა ერთი პოლიციელი, რის შედეგადაც ერთი პირი ადგილზე დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილის სამიზნეს იაპონიაში ისრაელის საელჩო წარმოადგენდა. ინციდენტი ტოკიოში ისრაელის საელჩოს ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით, 60 მეტრში მოხდა.

ბოლო კვირების განმავლობაში, ისრაელის საელჩოებთან მთელ მსოფლიოში, მათ შორის ტოკიოში, პროტესტის ნიშნად, ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის წინააღმდეგ, პროპალესტინური დემონსტრაცია გაიმართა.