ამერიკის საელჩოს განცხადებით, წელს აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას დიპლომატიური წარმომადგენლობა Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს.
„განათლების საერთაშორისო კვირეულზე საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაცნობასთან ერთად, გვსურს, გაგიზიაროთ ინფორმაცია ქართველი ახალგაზრდების მზარდი წარმატების შესახებ. წელს 25%-ით გაიზარდა აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების რაოდენობა და მათმა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა. 30 წელზე მეტია, სიამაყით ვუყურებთ, როგორ ახმარენ ეს ახალგაზრდები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საკუთარ ქვეყანას,“ - წერს ამერიკის საელჩო.