აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება ეგვიპტე-ღაზის საზღვარზე ჩავიდა

ამერიკელი ხალხისგან" - აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება ეგვიპტე-ღაზის საზღვარზე ჩავიდა. ინფორმაციასა და ფოტომასალას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

„აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება დღეს ეგვიპტე-ღაზის საზღვრის სიახლოვეს ჩავიდა. კრიზისის დაწყებიდან ჩვენ ძალიან მკაფიო გავხადეთ, რომ ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება კრიტიკული და გადაუდებელია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს დახმარება ღაზის სექტორის მშვიდობიანმა მოსახლეობამ, რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ," - წერს ბლინკენი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).