უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოსკოვი უკრაინის საზოგადოებაში განხეთქილების დათესვას, შიდა „ქაოსის“ შექმნითა და საბოლოოდ პრეზიდენტის გადაყენებით ცდილობს. ზელენსკიმ დაზვერვის ცნობებზე მიუთითა.
„ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომელიც ასევე მოვიდა ჩვენი პარტნიორებისგან,“ - ციტირებს მედია ზელენსკის, რომელიც დეზინფორმაციის გეგმას „მაიდან 3“-ს უწოდებს.
„მაიდანი“ მათთვის გადატრიალებაა, ამიტომ ოპერაცია გასაგებია,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკი რუსეთთან დათმობებზე წასვლას არ აპირებს.