ექსტრადიციის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველო და აშშ უახლოეს მომავალში გააფორმებენ

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ექსტრადიციის ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება.


„უახლოეს პერიოდში გაფორმდება აშშ-სთან საერთაშორისო ხელშეკრულება ექსტრადიციის საკითხებზე, რის შემდეგაც აშშ-დან საქართველოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექსტრადიციის განხორციელება გახდება შესაძლებელი,“ - განაცხადა ბრეგაძემ.

აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებაზე შეთანხმება მიმდინარე წლის თებერვალში შედგა.