ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი დევიდ ქემერონი უკრაინაში სტუმრობის შემდეგ მოლდოვაში ჩვიდა. მან ქვეყნის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ორმხრივი ურთიერთობის თემები განიხილა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მისივე ცნობით, სანდუმ დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ბრალი დასდო მოსკოვს შეთქმულებაში ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორების მიზნით. მოლდოვის პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა მოლდოვის სწრაფვა ევროკავშირის წევრობისკენ.
სანდუმ აღნიშნა, რომ ქემერონთან შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს "ერთიანი პოზიცია კორუფციის წინააღმდეგ."
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკუ პოპესკუს და დიდ ბრიტანეთში მოლდოვის დიასპორის მხარდაჭერა განიხილა.
„ჩვენ განვიხილეთ საერთო ინტერესი მოლდოვასა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერების შესახებ,“ აღნიშნა პოპესკუმ.