თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი პარასკევს, 17 ნოემბერს გერმანიაში ხანმოკლე ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტი იმართება იმ ფონზე, როცა ორი ქვეყნის პოზიციები ისრაელსა და “ჰამასს“ შორის ომთან დაკავშირებით განსხვავებულია.
ერდოანი ბოლო სამ წელიწადში, გერმანიაში პირველად ჩავიდა. გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თურქი სტუმარი ბერლინში, ბელვიუს სასახლეში მიიღო. დაგეგმილია კანცლერ ოლაფ შოლცთან ვახშამი.
შეხვედრების თემებია ახლო აღმოსავლეთში ომი, მიგრაცია და გერმანიაში უდიდესი, თურქული გავლენის ისლამური კავშირის, „დითლიბის“ როლი.
ერდოთანი ისრაელს ღაზის სექტორში „გენოციდში“ სდებს ბრალს, „ჰამასს“კი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, „გამათავისუფლებელი“ ორგანიზაცია უწოდა.
თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელს "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ისრაელის ლეგიტიმურობა „ეჭვქვეშ მისივე ფაშიზმის გამო დგება“, აბსურდული უწოდა.
„ისრაელი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის წინაშე არის ვალდებული და შესაბამისად მოქმედებს. ამიტომ, ისრაელის მიმართ მსგავსი ბრალდებები აბსურდულია,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა 16 ნოემბერს. ოლაფ შოლცი ერდოღანის კომენტარზე საუბრობს, რომლის თანახმად, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელის ლეგიტიმურობა „ეჭვქვეშ მისივე ფაშიზმის გამო დგება.“