უკრაინის სამხედრო ოპერაციების შედეგქად გაანადგურა 15 რუსული ხომალდი შავ ზღვაში და სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, კი, 12 სხვა ხომალდი დაზიანდა. ამის შესახებ საზღვაო ძალების სპიკერმა დმიტრო პლეტენჩუკმა განაცხადა.
გენერალური შტაბის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 22 გემი და ნავი დაკარგა. ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემი „პაველ დერჟავინი“ აფეთქების შედეგად დაზიანდა. პლეტენჩუკმა აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია, განიხილოს დამატებითი დეტალები ინციდენტისა და ზარალის შესახებ, მაგრამ დაადასტურა, რომ აფეთქებები იყო, რასაც რუსულ მხარეს ზიანი მოჰყვა.