საფრანგეთი დამატებით, 12 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის ჯანდაცვის სექტორის გადაუდებელი საჭიროებისთვის.
მომავალი წლისთვის გამოყოფილი 12 მილიონი ევრო უკრაინაში, გადაუდებელი ჯანდაცვის მხარდაჭერას, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროექტების განხორციელებას, კიბოს დიაგნოსტიკის გაუმჯობესებას, ჩერნიგოვის რეგიონში სამედიცინო დაწესებულებების აღდგენასა და გადაუდებელი საჭიროების საპასუხოდ სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად ცალკე ფონდის შექმნას მოხმარდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის 20 თვის განმავლობაში, რუსეთმა 1468 სამედიცინო დაწესებულება დააზიანა და 193 გაანადგურა.