რობინ დაგიგანი: DFC-მ საქართველოში 250 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია

ამერიკის ელჩის განცხადებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ 250 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. რობინ დანიგანის თქმით, უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. ელჩი საქართველოში უფრო მეტი ამერიკული კომპანიის მოზიდვას უჭერს მხარს.

„ჩვენი პროგრამები, მაგალითად, USAID-ის პროგრამები, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის ზრდას. მათ შორის, საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერას გულისხმობს. ასევე, ფერმერების, სოფლის მეურნეობაში მხარდაჭერას გულისხმობს. ჩვენ გვაქვს ფინანსური განვითარების კორპორაცია, DFC და მათ ზუსტად 250 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოს სხვადასხვა სექტორში.

ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. მოვიწვიოთ უფრო მეტი ამერიკული კომპანია საქართველოში და ქართული კომპანიები - ამერიკაში. ასეთი სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა დანიგანმა „იმედთან“ ინტერვიუში.

მანე მეტი ამერიკული ინვესტიციის საქართველოში მოსაზიდად შეხვედრები უკვე გამართა. ელჩის განმარტებით, ამ მიზნით შეხვდა ძალიან ბევრ კომპანიასა და მთავრობის წარმომადგენელს.