უკრაინა და აშშ დეკემბერში თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ

დეკემბერში უკრაინა და აშშ თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართება და ის იმ თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის გაგრძელება იქნება, რომელიც კიევში სექტემბერში ჩატარდა.


„დეკემბერში უკრაინისა და აშშ-ის მრეწველობის სპეციალური კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ოფიციალური პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან - ყველა, ვინც ჩვენს თავდაცვას უზრუნველყოფს...

ჩვენ აქტიურად მივიწევთ წინ აშშ-სთან ერთად იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხზე. ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან, შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად და ეს აუცილებლად გააძლიერებს როგორც ამერიკელებს, ასევე უკრაინელებს და ჩვენს პარტნიორებს," - აღნიშნა ზელენსკიმ.

თავდაცვის მრეწველობის ფორუმი კიევში სექტემბრის ბოლოს გაიმართა, რომლის დროსაც ზელენსკიმ თავდაცვის მრეწველობის ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადა.