საწვავის პირველი პარტია ღაზის სექტორში ეგვიპტიდან 17 ნოემბერს გვიან შევიდა მას შემდეგ, რაც ისრაელი აშშ-ის მოთხოვნას დათანხმდა.
საწვავის უქონლობამ კომუნიკაციების შეფერხება გამოიწვია, რასაცღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონების შესვლის ორი დღით შეჩერება მოჰყვა. გაეროს სააგენტოების თანახმად ღაზის სექტორში 2,4 მილიონი პალესტინელის მდგომარეობა უმძმესია.
ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა პირობა დადო, რომ „ჰამასს“„გაანადგურებს“.