ერდოღანმა შოლცთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლეთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს ისრაელი გააკრიტიკა. მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთმა და გერმანიამ ერთობლივად უნდა მიაღწიონ ჰუმანიტარული მოსაზრებებით ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში. 

ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა აღნიშნა, რომ 13000 პალესტინელი, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები დაიღუპნენ ომის დროს და ისრაელის თავდასხმების გამო, თითქმის მთელი ღაზის სექტორი განადგურდა.

„მძევლები და ტყვეები უკვე მრავალი წელია, ისრაელის ხელში არიან. ეს ჩვენც უნდა დავინახოთ. უსამართლობა იქნება, თუ ამას არ შევამჩნევთ,“ - განაცხადა ერდოღანმა.


ღაზის სექტორში თურქეთის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების შესახებ საუბრისას, ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ ეგვიპტეში ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, 10 თვითმფრინავი გაგზავნა.


შოლცისა და ერდოღანის შეხვედრებზე საუბარი ახლო აღმოსავლეთში ომსა და მიგრაციის საკითხს. პრესკონფერენციის დროს, შოლცმა ერდოღანთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს, ისრაელისა და "ჰამასის" შესახებ უთანხმოებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, გერმანია ღაზის სექტორში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელია.

„მე და პრეზიდენტ ერდოღანს ძალიან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ არის პირდაპირი საუბარი ასე მნიშვნელოვანი. გარკვევით ვამბობ - ისრაელის არსებობის უფლება გერმანიისთვის უდავოა. ჩვენს ქვეყანაში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის. ამავე დროს, ჩვენ ვამბობთ: ყოველი სიცოცხლე ერთნაირად ფასეულია - ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვაც გვთრგუნავს. გერმანია ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია - ახლა ჩვენ კვლავ გავზარდეთ დახმარება,წერს შოლცი Twitter-ზე.