კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევთან ახლოს რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდო.
„18 ნოემბრის ღამეს, კიევის გარეუბანში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის ათეული დრონი გაანადგურა,“ - წერს სერგეი პოპკო ტელეგრამ არხზე.
მსხვერპლის ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ცნობისთვის, ნოემბრის თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რუსული ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით კიევს თავს დაესხნენ.