დაშავებული ბავშვები ღაზის სექტორიდან სამკურნალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს

ღაზის სექტორში დაშავებული ბავშვები სამკურნალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს.

15 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელთა შორის ბავშვები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გადაკვეთა, რათა ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტიდან აბუ-დაბიში გაფრენილიყვნენ.

ბავშვების ჯგუფის გადაყვანა იმ დაპირებული დახმარების ნაწილია, რომლის მიხედვითაც, საამიროები ღაზის სექტორიდან 1000 დაშავებული ბავშვის სამკურნალოდ აბუ-დაბიში გადაყვანას გეგმავს.