პუტინს ანტისაომარი აქციისთვის დაპატიმრებული ქალის გათავისუფლების თხოვნით, 200-ზე მეტი ექიმი მიმართავს

18 ნოემბერს 200-ზე მეტმა რუსმა ექიმმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომლითაც ციხეში მყოფი რუსი მხატვრის ალექსანდრა სკოჩილენკოს ჯანმრთელობის გაუარესების გამო გათავისუფლებას ითხოვენ. ექიმები გამოხატავენ “სერიოზულ შეშფოთებას“ სკოლჩილენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო და აცხადებენ, რომ ხელოვანის პაციფისტურ აქციას არ დაურღვევია რუსეთის კანონები.


სკოჩილენკოს 16 ნოემბერს მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა რუსული არმიის შესახებ „განზრახ ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისთვის“. მან სანქტ-პეტერბურგის სასურსათო მაღაზიაში ფასების ეტიკეტები შეცვალა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ინფორმაციითა ომის საწინააღმდეგო შეტყობინებებით.