მალდივის ახალმა პრეზიდენტმა მოჰამედ მუიზუმ ინდოეთს მოუწოდა, გაიყვანა თავისი სამხედროები მალდივის ტერიტორიიდან.
მუიზუმ საპრეზიდენტო არჩევნებში სექტემბერში, მეორე ტურში გაიმარჯვა მას შემდეგ, რაც ინდოეთის მცირერიცხოვანი სამხედრო ყოფნის დასრულების დაპირებით გამოვიდა.
Reuters-ი წერს, რომ ინდოეთი და ჩინეთი რეგიონში გავლენისთვის იბრძვიან, ხოლო კოალიცია, რომელიც მუიზუს უჭერს მხარს, ჩინეთისკენ მიდრეკილად ითვლება.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში უცხო სამხედრო წარმომადგენლობა არ უნდა არსებობდეს,“ - განაცხადა მუიზუმ თავის ინაუგურაციაზე.