16 ნოემბერს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აზია-წყნარი ოკეანის 14 ქვეყანას შორის დადებულ ახალ ეკონომიკურ შეთანხმებას მიესალმა.
ორდღიანი სამიტი კალიფორნიის შტატში, სან ფრანცისკოში გაიმართა. მის ფარგლებში, ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრა გაიმართა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ორ ლიდერს შორის ეს პირველი პირისპირ შეხვედრა იყო.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელსაც ლიდერებმა ეკონომიკურ სამიტზე მოაწერეს ხელი, ძირითიდად ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა, მომავალში, ნახევარგამტარების დეფიციტის წინააღმდეგ, მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაუმჯობესება. ეს ეკონომიკური შეთანხმება არ არის ფორმალური სავაჭრო შეთანხმება.
14 ლიდერის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი პაქტის მიზანია, „დაეხმაროს მუშაკთა უფლებებს, გაზარდონ შესაძლებლობები, რათა თავიდან აიცილონ და უპასუხონ მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებს, გააძლიერონ თანამშრომლობა სუფთა ეკონომიკაზე გადასვლის კუთხით, ებრძოლონ კორუფციას და გააუმჯობესონ საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტიანობა.“
„ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. რეკორდულ დროში ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს IPEF-ის სამ საყრდენზე," - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კაპიტალის მოსაზიდად დამწყებ ბიზნესებთან მუშაობის პროგრამაც გამოაცხადა.
- ეს ძალისხმევა ეფუძნება აშშ-ის პარტნიორობას, გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის, რომლებიც განიხილება, როგორც აშშ-ის პასუხი, ჩინეთის „სარტყელი და გზის“ ინიციატივაზე.
IPEF– ში მონაწილე ქვეყნები არიან ავსტრალია, ბრუნეი, ფიჯი, ინდოეთი, ინდონეზია, იაპონია, სამხრეთ კორეა, მალაიზია, ახალი ზელანდია, ფილიპინები, სინგაპური, ტაილანდი, ვიეტნამი და შეერთებული შტატები.