ფინეთის თავდაცვის ძალები ქვეყნის მესაზღვრეებს ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ კუჰმოსთან ღობეების აღმართვაში დაეხმარება. ფინური გამოცემის ცნობით, ვარტიუსის გადასასვლელ სადგურზე დროებითი ბარიერების მშენებლობაში დასახმარებლად, ფინეთის თავდაცვის ძალები გაგზავნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო მასალა და საჭირო მასალები ადგილზე უკვე მიიტანეს.
ბარიერების აშენების მიზეზად ფინეთის სასაზღვრო დაცვამ „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა, ამასთან, განმარტეს, რომ ეს არის გარანტია იმისა, რომ ლეგალური ტრანსსასაზღვრო მოძრაობა უსაფრთხოდ წარიმართება.“
გავრცელებული ინფორმაციით, ფინელი სამხედროები მესაზღვრეებს სამხედრო დახმარებას არ უწევენ, რადგან „სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.“ ფინეთმა მიმდინარე კვირას დახურა რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი, რათა რუსეთიდან მიგრანტების ნაკადი შეეჩერებინა. ფინეთმა რუს ტურისტებს საზღვარი 2022 წლის სექტემბერში ჩაუკეტა.