რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის მორიგე საშუალებებმა მოსკოვის ოლქის თავზე შეაკავეს უპილოტო საფრენი აპარატი. დეტალების დაკონკრეტებული არ არის.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დედაქალაქისკენ მიმავალი დრონი მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალში „მოიგერიეს“. სობიანინის წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის რაიონში არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.
უკრაინას მოსკოვზე დრონით შეტევის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განსაკუთრებით 2023 წლის გაზაფხულიდან გახშირდა.