იაპონიის ოფიციალური პირებისა და ბიზნესის წარმომადგენლების დელეგაცია, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი კიოტო ცუჯი, მრეწველობის მინისტრი კაზუჩიკა ივატა და Keidanren - იაპონიის უდიდესი ბიზნეს ლობის წევრები კიევში ჩავიდნენ.
დელგაცია უკრაინელ ოფიციალურ პირებს შეხვდება. ვიზიტის მიზანი უკრაინის საჭიროებების განსაზღვრაა. იაპონია 19 თებერვალს უმასპინძლებს კონფერენციას, რომელიც უკრაინის აღდგენას მიეძღვნება.
უკრაინის პრემიერ-მინისტრ, დენის შმიჰალთან შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ იაპონია უკრაინის ეკონომიკური აღდგენის პროექტების დასაფინანსებლად 160 მილიონი ევროს (175 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას გეგმავს.