უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც უკრაინას სურს, მაგრამ ქვეყანა დანებებას არ აპირებს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინის მიმართ მსოფლიოს ყურადღების შენარჩუნება.
„რატომღაც ადამიანები ამას ისე ექცევიან, როგორც ფილმს და ელიან, რომ მოვლენებში ხანგრძლივი პაუზები არ იქნება, რომ სურათი ყოველთვის შეიცვლება მათ თვალწინ, რომ იქნება სიურპრიზები ყოველდღე. მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი მეომრებისთვის, ეს არ არის ფილმი. ეს არის ჩვენი ცხოვრება. ეს არის ყოველდღიური მძიმე შრომა და ყველაფერი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ არ გვაქვს უფლება, დავნებდეთ და არ გავაკეთოთ ეს," - აღნიშნა ზელენსკიმ.