უკრაინამ ომში დაღუპული კიდევ 94 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა. ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს მოვახერხეთ უკრაინის 94 დამცველის ცხედრის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება“, - აცხადებენ შტაბში.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად, უკრაინამ ომში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები მოწინააღმდეგე მხარესაც გადასცა.