Brave1 პროექტის ფარგლებში, უკრაინელმა სპეციალისტებმა ელექტრონული ომის მიმართ მდგრადი, თავდასხმის დრონი შეიმუშავეს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა.
„ამ უპილოტო საფრენ აპარატს შეუძლია 35 კილომეტრამდე ფრენა, მტრის ხაზების უკან და რუსულ არტილერიაზე, ლოგისტიკის კერებზე, მტრის საცავებსა და სამეთაურო პუნქტებზე დარტყმაში დიდი წვლილის შეატანა შეუძლია," - აღნიშნა მთავრობის წარმომადგენელმა.
ფედოროვმა აღნიშნა, რომ Backfire-ი ტესტირებას გადის და კარგ შედეგებს აჩვენებს.