დოქერტი ფაშინიანს: დიდი ბრიტანეთი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაერთიანებული სამეფოს (დიდი ბრიტანეთი) სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი მიიღო.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ოფისი იუწყება.


პრემიერმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები აქტიურ ფაზაშია. მან ხაზი გაუსვა სომხეთ-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრის მნიშვნელობას, რომელიც ახლახან გაიმართა. ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთ-ბრიტანულ თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები ხელს შეუწყობს მის სრულად რეალიზებას.


თავის მხრივ, დოქერტიმ ხაზი გაუსვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის ბოლო ოფიციალურ ვიზიტს დიდ ბრიტანეთში, რამაც ახალი ბიძგი მისცა ორმხრივი კავშირების გაფართოებასა და გაღრმავებას. მინისტრმა ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის ინტერესს სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით.


მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი. მან ხაზი გაუსვა 14 მაისს და 15 ივლისს ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრების შემდეგ შეთანხმებულ პრინციპებზე დაფუძნებული სამშვიდობო პროცესის გაგრძელების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის საკითხზე და აზრები გაცვალეს რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობის, ასევე ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე.

დოქერტი თბილისში ხვალ, 21 ნოემბერს ჩამოდის. ინფორმაცია Europetime-ს დიდი ბრიტანეთის საელჩოში დაუდასტურეს.


რეგიონში ვიზიტის ფარგლებში დოქერტი ეწვევა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს. მინისტრი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს განიხილავს და ხაზს გაუსვამს ქვეყნებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.

ლეო დოქერტის განცხადებით, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.