უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-სგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს.
ზელენსკის აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
„ეს არის ახალი თავდაცვითი პაკეტი ჩვენი სახელმწიფოსთვის ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მადლობელი ვარ. კერძოდ, იქნება მეტი არტილერია - ჭურვები, რაც ახლა საჭიროა", - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას.