თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიზანი ისრაელის გენოციდია. კირბიმ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ მიერ უდანაშაულო ადამიანების დახოცვას, მხოლოდ „გენოციდის განზრახვა“ შეიძლება, ეწოდოს.
„ეჭვგარეშეა, რომ „ჰამასის“ მიზანი გენოციდია. მათ სურთ ისრაელი მსოფლიო რუკიდან წაშალონ. მათ ამაზე საჯაროდ არაერთხელ ისაუბრეს. მათ თქვეს, რომ არ გაჩერდებიან. ასე რომ, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, ისევ და ისევ განმეორდება. ისრაელი ცდილობს, თავი გენოციდის ტერორისტული საფრთხისგან დაიცვას,“ - აღნიშნა კირბიმ.