გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.
ბორის პისტორიუსი კიევში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს. კიევში გასამართი შეხვედრების მთავარი თემა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება იქნება.
შეგახსენებთ, 20 ნოემბერს კიევში ასეევ ჩავიდნენ ლოიდ ოსტინი და კრისტოფერ კავოლი.