ბუჩასა და ანდრეევკაში ომის დანაშაულების ჩამდენ რუს სახმედრო პირებს აშშ-მ სანქციები დაუწესა

აშშ-მ რუს სამხედრო პირებს, რომლებმაც ბუჩასა და ანდრეევკაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს, სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, აზატბეკ ომურბეკოვი, რომელიც ცნობილია როგორც „ბუჩის ჯალათი“ და კაპრალი დანიილ ფროკინი, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის სანქციების სიაში შეიყვანა.

„ოფიცრების ქმედებები ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს,“ - განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მიხედვით, ომურბეკოვს, ფროკინსა და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.